gloomy mood for today

large

დღეს ცუდ ხასიათზე ვარ და მორჩა. გარეთ არაფერი ხდება; არც ტრანსპორტი მოძრაობს და ყველაფერი დაკეტილია პირველ მაისთან დაკავშირებით. დღეს სახლში ვარ მარტო მთელი დღეა და ფილმებს ვუყურებ. მაგრამ ესეც მომბეზრდა. ხომ არის ხანდახან  ის მომენტი,როცა არაფერი გინდა საკუთარი თავის ჩათვლით. თან გინდა ვინმეს დაელაპარაკო და ამავდროულად არ გინდა რომ პირველმა მიწერო. თან “ფეისბუქი” სულ რაღაც გუშინწინ გავაუქმე და მეილზე ლაპარაკს ჯერ არ არის ქართული საზოგადოება მიჩვეული. ბევრს ვწუწუნებ ვიცი… ალბათ იმიტომ რომ ძალიან მოვიწყინე და რა გავაკეთო არ ვიცი. თავზე საყრელად მაქვს სამეცადინოები, მაგრამ მოტივაცია არ გამაჩნია.რაღაც საშინლად ფრუსტრირებული ვარ. სულ მშია და ჭამის შემდეგ გულის რევის შეგრძნება მაქვს. “google”- ში ჩავწერე კითხვა : why i want to vomit after eating და პასუხებში ეწერა რომ სტრესის ბრალი იყო. არადა მეგონა რომ არაფერი მაწუხებდა თითქოს… ალბათ ამ დღემდე…

არ ვიცი ბლოგზე რატომ ვყვები ამ ყველაფერს, თუმცა-ღა იმიტომ რომ ბლოგი ის ადგილია სადაც ემოციების გადმონთხევა თავისუფლად შეგიძლია. და რადგანაც გადავწყვიტე ელექტრონული დღიური მქონოდა ბარემ აქ ჩავწერდი დღევანდელ დღესაც…

Sad and frustrated me -_-

7 Comments (+add yours?)

  1. ლა მაგა რაიუელა
    May 01, 2014 @ 19:08:24

    ეგეც გაივლის 🙂
    პ.ს. შენ წარმოიდგინე, ქართული საზოგადოებაც ურთიერთობს მეილებით 😉

    Reply

Leave a comment