მას მერე რაც ჩემი ცხოვრებიდან წახვედი

large (13)

მას მერე რაც ჩემი ცხოვრებიდან წახვედი, ჩემში სიცარიელემ დაისადგურა. სიცარიელემ,რომელსაც ვერაფერი ამოავსებს. შენ ჩემი მესაიდუმლე იყავი და ისე გჯეროდა ჩემი,როგორც არავის. შენ გჩუქნიდი ჩემს ღიმილს და ცრემლებითაც გბანდი, ყველაფერი გამოვიარეთ ძვირფასო. როცა მოგიყევი იმის შესახებ რაც ჩემს თავს ხდებოდა, შენ კი არ მითხარი, არამედ მაგრძნობინე,რომ ყველაფერი რიგზე იყო. არაფრის დამტკიცება მჭირდებოდა, შენ უბრალოდ ჩემში იყავი. 

მას მერე რაც ჩემი ცხოვრებიდან წახვედი,ყველგან დაგეძებდი იმ იმედით ,რომ ჩემი ცრემლიანი თვალების შემხედვარე დამიბრუნდებოდი. გაგახსენდებოდა სურნელი რომელიც ჩემამდე მოგიყვანდა. თვალებახვეულს ისევ ჩამეხუტებოდი და ვიგრძნობდი სიცივისა და სიამოვნებისმომგვრელ თრთოლვას. გული წამში მილიონჯერ აფეთქდებოდა და სანამ ერთმანეთს არ შევერწყმებოდით მანამდე არ გაჩერდებოდა… ჰო, კარგი დრო იყო მანამდე ,რაც ჩემი ცხოვრებიდან წახვიდოდი…

თვალები,რომლებიც ცარიელი ჰორიზონტის მეტს ვერაფერს ხედავენ…

ხელები,რომლებიც ერთმანეთს ეჭიდებიან…

გული,რომელიც სადაცაა ფეთქვას შეწყვეტს…

სხეული,რომელსაც სიცივისგან ბურძგლავს…

სული,რომელსაც შენი სურნელი მოენატრა…

და მე…რომელშიც სიცარიელემ და სიცივემ დაისადგურა.

მას მერე რაც ჩემი ცხოვრებიდან წახვედი…

Leave a comment