უსათაურო ნოველა (ნაწილი 4)

large

კარს ვაღებ და ჩემი ”უცნობი ნაცნობი” თამამად აბიჯებს ზღურბლს.

– რა პატარა სახლი გქონია .- ”დიდი შენ მიყიდე” გავიფიქრე და გავუღიმე.

– კომფორტულად მოთავსდი.თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში.

– მართლა? – მიყურებს და ეღიმება.

– ჰო, მართლა. – ”ნეტა რა არის ამაში გასაკვირი, არასდროს გაუგია ეს გამოთქმა?” More

La vie sans toi

larxxxxge

Quand tu m’as dit de partir ce matin, ma vie a prit la couleur sombre. J’ai imaginé qu’on pourrait  plus jamais être ensemble et c’était affreux. Toutes les images positives et roses ont défilé dans ma tête, tous les moments qu’on a passé ensemble: les moments drôles et tristes, romantiques ou posés. Les fous rires avec toi, les merveilles de chaque jour grâce à toi…

Et ce matin… Ce matin je me suis souvenu de tout cela. J’avoue avant, je trouvais tout cela tellement normal, mais là, quand la porte pourrait se fermer, tout cela m’a paru magnifique…

La vie sans toi c’est comme McDonald’s sans Big Mac.

La vie sans toi c’est:  More

When you are strange

არასდროს არ გქონიათ შეგრძნება რომ თქვენს მაგივრად ვიღაც სხვა ადამიანია.რომ ხანდახან არ არსებობთ და თქვენს სხეულში დროებით ვიღაც სხვა სახლდება? მე ბევრჯერ. იმდენჯერ რომ უკვე სახელიც დავარქვი ჩემს ალტერ-ეგოს. გაიცანით, მას ჰქვია -ზოი. ის ჩემნაირი თავქარიანი კი არაა, უბრალოდ ძალიან ძლიერია ჩემგან განსხვავებით და როცა ძალა მესაჭიროება ხოლე მაშინ მოდის და სახლდება ჩემს სხეულში. ძალიან საყვარელი ვინმეა, ცოტა მუდო და ენერგოვამპირი თუმცა მე ის მაინც ძალიან მიყვარს. ხშიირად მეჩხუბება იმაზე რომ ხანდახან ბევრს “ვდებილობ” , მაგრამ ვერაფერს გაეწყობა, უბრალოდ ასეთი ვარ. დღეს ცუდ ხასიათზე ვიყავი და იქამდე მივედი სანამ ზოი არ მეწვია დასახმარებლად. გამაძლიერა და ახლა იდეალურ ხასიათზე ვარ. ვუსმენ Doors  და “ვკაიფობ”. ასწორებს. ხანდახან ძალიან პატარა დეტალების დაჭერა კმარა იმისთვის რომ ცხოვრება გაიხალისო. მაგარია.

მაგრამ ხანდახან … I’m so strange 😕

More

gloomy mood for today

large

დღეს ცუდ ხასიათზე ვარ და მორჩა. გარეთ არაფერი ხდება; არც ტრანსპორტი მოძრაობს და ყველაფერი დაკეტილია პირველ მაისთან დაკავშირებით. დღეს სახლში ვარ მარტო მთელი დღეა და ფილმებს ვუყურებ. მაგრამ ესეც მომბეზრდა. ხომ არის ხანდახან  ის მომენტი,როცა არაფერი გინდა საკუთარი თავის ჩათვლით. თან გინდა ვინმეს დაელაპარაკო და ამავდროულად არ გინდა რომ პირველმა მიწერო. თან “ფეისბუქი” სულ რაღაც გუშინწინ გავაუქმე და მეილზე ლაპარაკს ჯერ არ არის ქართული საზოგადოება მიჩვეული. ბევრს ვწუწუნებ ვიცი… ალბათ იმიტომ რომ ძალიან მოვიწყინე და რა გავაკეთო არ ვიცი. თავზე საყრელად მაქვს სამეცადინოები, მაგრამ მოტივაცია არ გამაჩნია.რაღაც საშინლად ფრუსტრირებული ვარ. სულ მშია და ჭამის შემდეგ გულის რევის შეგრძნება მაქვს. “google”- ში ჩავწერე კითხვა : why i want to vomit after eating და პასუხებში ეწერა რომ სტრესის ბრალი იყო. არადა მეგონა რომ არაფერი მაწუხებდა თითქოს… ალბათ ამ დღემდე… More

30 აპრილი

დღევანდელი დღე ძალიან ჩვეულებრივად დაიწყო. ჯერ ლოგინში ვეგდე დიდი ხანი და კარაოკეზე ვმღეროდი.

P1000871

საღამოს მეგობრებთან ერთად ყინულის მოედანზე უნდა წავსულიყავი (9 სთ-ზე), მაგრამ მე გამზადება დილაუთენია დავიწყე (as always) . More

გასეირნება რომელიც ჩემი ბოტანიკურ ბაღში ჩაკეტვით დასრულდა

დღეს 29 აპრილია და გადავწყვიტე რაღაც დღიურისმაგვარი რაღაც დავწერო ბლოგზე. სწორედ ამიტომ დღევანდელ დღეს მოვყვები რომელიც ძალიან უცნაურად დასრულდა.

დღეს დილით არაფრის გაკეთებას და მთელი დღით სახლში დარჩენას ვაპირებდი. გარეთ წვიმდა და ცუდი ამინდი იყო. ვანა გავავსე და 2 საათი შიგნით იქამდე ვეგდე სანამ არ ჩამეძინა და ლამის შინგნით არ ჩავიხრჩვე (-_-).
შემდეგ გადავწყვიტე ფილმისთვის მეყურებინა , რომელიც გუშინ ”მეგობარმა” მირჩია ( ბრჭყალებში იმიტომ რომ ერთმანეთი მოგვწონს და ამ დროს ერთმანეთისთვის არაფერი ვართ).
large

More

ნიუ პოსტი ჩემი ცხოვრების პატარა ისტორიაზე

large

ჩემი მსუქანი კატასავით ვაგდივარ საწოლზე და ახალი პოსტის დასაწერად მორალურად ვემზადები. რაზე დავწერო-სიყვარულზე, სევდაზე, ფილმზე… მოდი უბრალოდ ჩემი ცხოვრების ერთ პატარა მომენტს გაგიზიარებ, სხვა რა საქმე მაქვს.

საქართველოში გასაფრენად ვემზადებით მე და ჩემი მეგობრები. დილაა და მალე სახლიდან გავალთ. რა ჩავიცვა ვფიქრობ. ზედმეტად ”გადაპრანჭვა” მეზარება და ამიტომ ბომჟივით გავდივარ სახლიდან.

სადგური. მატარებლით ორ საათნახევარი პარიზამდე. აეროპორტი. უამრავი ადამიანი წინდაუკან დადის.ზოგს ეჩქარება,ზოგი ჩემოდანზე ზის და სხვას ელოდება, ზოგიც კაიფშია… ჩემს უზარმაზარს ჩემოდანს მივათრევ ასაწონად და სულ ცოტა ხანში ვიშორებ კიდევაც. მერე ისევ ლოდინი, აბა რა იქნება ”პეგასუსს” რომ ირჩევ გასაფრენად. ყვითელი ავტობუსია თვითმფრინავად გადაკეთებული. ფრენა. ყურების გაუსაძლისი ტკივილი. თურქეთში ვარ. მეგობრებთან ერთად ჯერ 76378659 წრე დავარტყი გოგჩენის აეროპორტს და საინტერესო რომ ვერაფერი ვნახე გადავწყვიტე თვითმფრინავის მოსაცდელში წავიდე. მივლასლასებ დაქანცული და ქართველებისგან მოშორებით ვჯდები. სად მაქვს მაგათი თავი. ხუთი წუთის განმავლობაში ყველანაირი საკითხი განიხილეს, გასაჭორი გაჭორეს და ახლა იმაზე საუბრობენ როგორი კარგია ბარსე”ლ”ონაში ცხოვრება . იქ სადაც მე ვარ, ჩემს წინ ერთი ბიჭი ზის. ქართველს არ ჰგავს, პირსინგებით და ტატუებით არის და რაღაც წიგნს კითხულობს ფრანგულად. ”ფრანგია, ნეტა რა დაეკარგა საქართველოში” ვფიქრობ და მეღიმება. ნახევარი საათის განმავლობაში, ლოტუსის პოზაში ვზივარ და ვუყურებ ამ ”უცნაურ” ბიჭს. ცოტა ხანში წრიალს იწყებს, წიგნს გვერდზე დებს, დგება და მთხოვს რომ მის ნივთებს ყურადღება მივაქციო სანამ საპირფარეშოში გაირბენს. მე თავს ვუქნევ და მიკვირს საიდან მიხვდა ფრანგული რომ ვიცოდი. ცოტა ხანში მეგობრებიც ბრუნდებიან ჩვენი ძველი ეკონომიკის მასწავლებლითურთ. ყველანი რომ ფრანგულად ვლაპარაკობთ ესეც ერთვება საუბარში. ასე ვიგებ რომ 22 წლის არის და რომ ფიზიკის ფაკულტეტზე სწავლობს. More

Previous Older Entries